ცუდი ამბავი - ვიქტორ სანიკიძის დედა Covid-19-ით გარდაიცვალა
Aa
Aa

ცუდი ამბავი - ვიქტორ სანიკიძის დედა Covid-19-ით გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-19 პაციენტი ვიქტორ სანიკიძის დედა, რუსუდან ტომარაძეა. 65 წლის ქალბატონი გუშინ საღამოს გარდაიცვალა.

"დაგვემატა მე-19 გარდაცვლილი. პაციენტს მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობა აღენიშნებოდა, იყო ჭარბწონიანი, ამ პრობლემების გამო ძალიან დატვირთული ფსიქოემოციური სფერო, პაციენტი მეთვალყურეობდა ბინაზე, მას უვლიდა მისი და, ასევე კოვიდინფიცირებული. მათი მეთვალყურეობა ხდებოდა ჩვენ მიერ. უშუალოდ მე მქონდა კომუნიკაცია პაციენტის დასთან და დღის განმავლობაში რამდენჯერმე გვქონდა საუბარი. დაავადება ორივესთან თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, მაგრამ განვითარდა ცხიმოვანი ემბოლია, როგორც ახასიათებს ასეთ მოტეხილობებს და პაციენტი გარდაიცვალა ამ მიზეზით. პირველწყარო ამ შემთხვევაში ლენჯერს უკავშირდება“, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ყოველდღიური პირდაპირი ჩართვისას.

"დედას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და მისი მდგომარეობა ამ ვირუსმა დაამძიმა", - აღნიშნა პორტალ ambebi.ge-სთან საუბრისას სანიკიძემ.

როგორც ტელეკომპანია "რუსთავი 2" გვამცნობს, სანიკიძის დეიდის გარდა, კორონავირუსით დაინფიცირებულია კალათბურთელის ძმა და მამაც.

დღევანდელი მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსის 1429 დადასტურებული შემთხვევაა - 1150 პაციენტი განიკურნა, ხოლო 19 ადამიანი გარდაიცვალა.

CrystalSport-ის რედაქციის სახელით, ვუსამძიმრებთ ვიქტორ სანიკიძეს დედის გარდაცვალებას და ვიზიარებთ მისი ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები