Aa Aa
24 აგვისტო 2020  |  19:22

კორონავირუსით დაინფიცირებული კიდევ ერთი ვარსკვლავი - უსაინ ბოლტს Covid-19 დაუდგინდა

ცნობილი გამოცემა Daily Mail გვამცნობს, რომ მსოფლიოს რეკორდსმენი 100 მეტრზე სპრინტში, უსაინ ბოლტი კორონავირუსით დაინფიცირდა.

ბოლტმა თავისი 34-ე დაბადების დღე იამაიკაში, საკუთარ სახლში აღნიშნა. წვეულებაზე უამრავი სტუმარი იმყოფებოდა, მათ შორის, "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი რაჰიმ სტერლინგი.

უსაინმა დღეს დილას ჩაიატარა ტესტი და პასუხი დადებითი აღმოჩნდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელიც იამაიკელი სპორტსმენის დაბადების დღის წვეულებას ასახავს.

როგორც ხედავთ, წვეულებაზე არც ერთი სტუმარი არ იცავს სოციალური დისტანციის წესს და არ ატარებს სპეციალურ პირბადეს.

ჯერჯერობით უცნობია, სხვა სტუმრებისა და სტერლინგის ჯანმრთელობის მდგომარეობა. იმ შემთხვევაში თუ რაჰიმს ვირუსი დაუდგინდება, ახალი სეზონის მოსამზადებელი პერიოდის გარკვეული ნაწილის გამოტოვება მოუწევს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში