Aa Aa
20 აგვისტო 2020  |  11:25

ოსაკა და სერენა ლიდერობას არ თმობენ - Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალები დაასახელა

ჟურნალ Forbes-ის მიხედვით, ქალ სპორტსმენებს შორის ბოლო 1 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი იაპონელი ჩოგბურთელი ნაომი ოსაკაა. ზოგადად, Forbes-ის სიის ზედა ათეულში 9 ჩოგბურთელი მოხვდა.

ცნობილმა ჟურნალმა 2019 წლის ივნისიდან 2020 წლის ივნისამდე მიღებული შემოსავლები მიიღო მხედველობაში. აღნიშნულ პერიოდში ოსაკამ 37.4 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიმუშავა, მეორე ადგილოსან სერენა უილიამსის შემოსავალი კი 36 მილიონი დოლარი გახლდათ.

ხსენებული დუეტი სხვა სპორტსმენებთან შედარებით თითქმის სამჯერ მეტს გამოიმუშავებს. სიის მე-3 ადგილზე მსოფლიოს პირველი ჩოგანი ეშლი ბარტია, რომლის შემოსავალიც 13.1 მილიონი დოლარი იყო, 10.9 მილიონი გამოიმუშავა რუმინელმა სიმონა ჰალეპმა, ხოლო ხუთეულს ასრულებს ამერიკის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონი ბიანკა ანდრეესკუ, რომელმაც გასულ ერთ წელიწადში 8.9 მილიონი დოლარი მიიღო.

ათეულში ასევე მოხვდნენ გარბინ მუგურუსა, ელინა სვიტოლინა, სოფია კენინი და ანგელიკ კერბერი, მისი ერთადერთი არაჩოგბურთელი წარმომადგენელი კი ალექს მორგანია. ამერიკელი ფეხბურთელის ანგარიშები 4.6 მილიონი დოლარით შეივსო.

აღსანიშნავია, რომ იმავე Forbes-ის მიერ მაისში შედგენილ ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა საერთო სიაში ოსაკა 29-ე ადგილზე გავიდა, ხოლო სერენა უილიამსმა 33-ე ადგილი დაიკავა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში