''ახლა იწყება წარმატებები'' - დვალიშვილი შემდეგ ბრძოლაზე ფიქრობს
Aa
Aa

''ახლა იწყება წარმატებები'' - დვალიშვილი შემდეგ ბრძოლაზე ფიქრობს

UFC 252-ის ფარგლებში, წყვილში ფავორიტად შერაცხულმა მერაბ დვალიშვილმა მსუბუქ წონაში მე-12 ადგილზე მყოფი ჯონ დოდსონი ძალიან დამაჯერებლად დაამარცხა. სამივე რაუნდი ქართველის გამარჯვებით დასრულდა. დვალიშვილს ბრძოლის პარტერში გადაყვანის 20 მცდელობა ჰქონდა, რომელთაგან ორი წარმატებით დაასრულა და ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იზეიმა.

გამარჯვების შემდეგ მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში ოფიციალურ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა: ''დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, ქომაგობისთვის. ყველაფერი წინაა, ახლა იწყება წარმატებები. შემართება მაქვს ისეთი, როგორც არასდროს.

შემდეგ ბრძოლაზე ვფიქრობ. იმედი მაქვს მალე დაინიშნება შემდეგი შეხვედრა, რადგან ტრავმა არ მაქვს, არაფერი მაწუხებს. 

დიდი მადლობა ქომაგობისთის. საქართველოს გაუმარჯოს''.

გამარჯვების შემდეგ 29 წლის ქართველმა მებრძოლმა კომენტარი გააკეთა: ''ჩემს კარიერაში დიდი ტესტი იყო, თუმცა ეს ადვილი იყო, დაღლილიც კი არ ვარ, რადგან ბრწყინვალე მებრძოლებთან ერთად ვვარჯიშობ. ჩემი სპარინგ-პარტნიორი ალჯამაინ სტერლინგია. ის ნამდვილი ცხოველია და მასთან სპარინგები ძალიან მეხმარება. მადლობა ჩემს მწვრთნელებსა და თანაგუნდელებს. ეს ხომ მხოლოდ ჩემი კარიერის დასაწყისია. ამ ბრძოლისთვის მთელი კონცენტრაციით ვემზადებოდი.

მშენებლობაზე ვმუშაობდი, მაგრამ ახლა მებრძოლი ვარ, UFC-ში გამოვდივარ და მშენელობაზე მუშაობა აღარ არის საჭირო. მადლობა ღმერთს, მადლობა UFC-ის. დღევანდელი გამარჯვება მაძლევს შესაძლებლობას ნიუ-იორკში ბინა შევიძინო. ეს ჩემი ოცნებაა და ეს ოცნება ამიხდა. ბედნიერი ვარ.''

წარსულში დვალიშვილი MMA-ში გამოდიოდა. მის ანგარიშზე 11 მოგება და 4 მარცხია. რაც შეეხება UFC-ში გამოსვლას, საწყისი ორ ბრძოლა მსაჯთა საკამათო გადაწყვეტილებებით დათმო, შემდეგ კი ზედიზედ ხუთი გამარჯვება იზეიმა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები