Aa
Aa

"მის ადგილას პეტიციას შევქმნიდი" - ფერდინანდი ოქროს ბურთის გაუქმებით გაკვირვებულია

ლეგენდარული რიო ფერდინანდის განცხადებით, რობერტ ლევანდოვსკის ადგილას წლევანდელი „ოქროს ბურთის“ ჯილდოს აღდგენის თაობაზე პეტიციას შექმნიდა.

„ლევანდოვსკი რომ ვიყო და მათ „ოქროს ბურთი“ ასე გაეუქმებინათ, პეტიციას შევქმნიდი და მის აღსადგენად ვიბრძოლებდი. იმ წლის გარდა, როცა ჯილდო ლუკა მოდრიჩმა მოიგო, რონალდუ და მესი დომინირებდნენ, ლევანდოვსკიმ კი შეძლო და ამ სეზონში საკუთარი თავი სულ სხვა დონეზე აიყვანა, მაგრამ ნახეთ რა ხდება.

არ მჯერა, რომ მათ ეს ჯილდო გააუქმეს, ეს გადაწყვეტილება უბრალოდ სასტიკი და აუტანელია. ლევანდოვსკიმ ამ სეზონში ნაჩვენები თამაშით უკვე დაიმსახურა, რომ ჯილდო მოიგოს. მით უმეტეს, თუკი „ბაიერნთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის ტიტულს მოიპოვებს, „ოქროს ბურთის“ ვერმიღება ძალიან არასწორი იქნება.

მესისა და რონალდუს ასეთი დომინაციის ფონზე, ლევანდოვსკისთვის ჯილდოს მოპოვება კიდევ უფრო განსაკუთრებული იქნებოდა. ვერ ვიჯერებ, რომ პოლონელს ეს ყველაფერი წაართვეს“.

ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგა 34 გოლით დაასრულა, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე კი 13 გოლით საუკეთესო ბომბარდირია. „ბაიერნის“ ლიდერს მიმდინარე საკლუბო სეზონში ჯამურად 53 გოლი აქვს გატანილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები