Aa
Aa

ლივერპული ბერძენი მცველით გაძლიერდება

‘‘მირორის’’ ცნობით ‘‘ლივერპული’’ ბერძენი მარცხენა მცველის, კოსტას ციმიკასის გადაბირებასთან ძალიან ახლოსაა. ‘‘მერსისაიდელები’’ პირეოსის ‘‘ოლიმპიაკოსს’’ სატრანსფერო თანხის სახით 11,75 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადაუხდიან.

მას შემდეგ რაც ინგლისის ჩემპიონმა ‘‘ნორვიჩიდან’’ ჯამალ ლუისი ვერ გადაიბირა, კლუბმა ალტერნატიულ ვარიანტზე იმუშავა და საბერძნეთის ეროვნული გუნდის 24 წლის მცველთან შეთანხმებას მიაღწია.

2015 წლიდან ციმიკასი პირეოსის ‘‘ოლიმპიაკოსის’’ ფეხბურთელია. ბერძნული გუნდიდან იჯარით დანიურ ‘‘ესბიერგსა’’ და ჰოლანდიურ ‘‘ვილემ II''-ში უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები