ლიონელ მესი
Aa
Aa

ბენინის მეკარე: “არგენტინაში ტურისტებად არ ჩამოვსულვართ“

სულ მალე არგენტინის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩში ბენინს დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა ლიონელ მესისთვის ალბისელესტეში უკანასკნელი იქნება. ლეო სანაკრებო კარიერას ასრულებს.

მატჩის წინ, ბენინის ნაკრების მეკარემ თამამი განცხადება გააკეთა.

რა თქვა მარსელ დანჯინუმ?

„ჩემთვის ეს მატჩი სხვა შეხვედრების მსგავსი არ არის. ვფიქრობ, ეს ცხოვრებაში ერთხელ მიღებული შესაძლებლობაა, რადგან ეს მესის ბოლო მატჩია. განსაკუთრებული თამაში იქნება.

ჩვენ აქ არგენტინისა და მესის დასაფასებლად ვართ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საკუთარ ქვეყანასაც წარმოვადგენთ. აქ ბენინის დასაცავად ვართ. არგენტინაში ტურისტებად არ ჩამოვსულვართ — სათამაშოდ და კონკურენციისთვის ვართ აქ.

მე მეკარე ვარ და ჩემი როლი დარტყმების მოგერიებაა. თუნდაც მატჩის ბოლო წუთზე პენალტი დაინიშნოს და მას მესი ასრულებდეს, მის მოგერიებას შევეცდები. ყველაფერი ძალიან მარტივია — ეს ფეხბურთია“.

შეგახსენებთ, რომ ბენინისა და არგენტინის ნაკრებების დაპირისპირება 7 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 03:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
MARCA: კარვახალი კარიერას ხეტაფეში გააგრძელებს
MARCA: კარვახალი კარიერას ხეტაფეში გააგრძელებს