Aa Aa
10 აგვისტო 2020  |  12:25

მოულოდნელი გამარჯვება - ფერსტაპენმა მერსედესის ჰეგემონია დაამხო

ფორმულა 1-ის 70-წლისთავისადმი მიძღვნილი რბოლა ბრიტანეთში გაიმართა და „რედ ბულის“ პილოტ მაქს ფერსტაპენის გამარჯვებით დასრულდა.

კვალიფიკაციაში პირველ-მეორე ადგილები „მერსედესის“ წარმომადგენლებმა: ვალტერი ბოტასიმ და ლუის ჰემილტონმა დაიკავეს, ხოლო ფერსტაპენი მე-4 იყო და მთავარი რბოლის დაწყება მხოლოდ ამ პოზიციიდან მოუწია.

22 წლის ნიდერლანდელმა რბოლა შესანიშნავად ჩაატარა და კონკურენტებს სოლიდური სხვაობით აჯობა, კარიერაში კი მე-9 გამარჯვება იზეიმა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში „მერსედესმა“ გრან-პრი პირველად დათმო, აქამდე 3-ჯერ პირველობა ლუის ჰემილტონმა მოიპოვა, 2-ჯერ კი - ვალტერი ბოტასმა.

სეზონის საერთო ჩათვლაში ფერსტაპენმა 77 ქულა მოაგროვა, ბოტასის გადაასწრო და მე-2 ადგილზე გადაინაცვლა. ლიდერ ლუის ჰემილტონს მასთან 30-ქულიანი უპირატესობა აქვს.

ბრიტანეთში გამართული რბოლების შემდეგ პილოტები უკვე ესპანეთში გადაინაცვლებენ და 14-16 აგვისტოს ერთმანეთს კატალონიის ტრასაზე დაუდგებიან.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები