"ლეგია"-"რეალის" მატჩს გულშემატკივრები ვერ დაესწრებიან
"უეფას" სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ვარშავის "ლეგიასა" და მადრიდის "რეალის" მატჩი, რომელიც პოლონეთში 2 ნოემბერს გაიმართება, ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩატარდება.
"უეფამ გადაწყვიტა, რომ ვარშავის "ლეგია" თავის მომდევნო საშინაო ევროთასის თამაშს, ცარიელი ტრიბუნების წინ ჩაატარებს. გარდა ამისა გუნდს 80 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა". - ვკითხულობთ "უეფას" ოფიციალურ განცხადებაში.
ამ ყველაფრის მიზეზი, "დორტმუნდთან" შეხვედრისას ვარშაველთა ფანების მიერ წარმოთქმული რასისტული შეძახილებია.
მომზადებულია sports.yahoo.com-ის მიხედვით