Aa
Aa
7 აგვისტო 2020  |  15:17

ლივერპული ჯამალ ლუისის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს

პრემიერ ლიგის ჩემპიონი ''ლივერპული'' ''ნორვიჩის'' 22 წლის მარცხენა მცველის, ჯამალ ლუისის გადაბირებას ცდილობს. ‘‘დეილი მეილის’’ ცნობით მერსისაიდელები ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონ ფუნტ სტერლინგს იხდიდნენ, თუმცა ნორვიჩმა სატრანსფერო თანხის 20 მილიონამდე გაზარდა მოითხოვა.

''ლივერპულმა'' ტრანსფერის განხორციელების მიზნით ''ნორვიჩს'' იასერ ლარუჩის კანდიდატურა შესთავაზა. ალჟირელი მარცხენა მცველია და თუ გარიგება შედგება, ''ნორვიჩში'' ჯამალ ლუისს შეცვლის.

ჯამალ ლუისს კარგად ესმის, რომ ‘‘ლივერპულში’’ გადასვლის შემთხვევაში, ენდრიუ რობერტსონთან კონკურენციის გაწევა მოუწევს. ამ ფაქტორის მიუხედავად მას ‘‘ენფილდზე’’ გადაბარგების დიდი სურვილი აქვს. კლოპის მიზანი მარცხენა მცველის პოზიციაზე კონკურენციის შექმნაა, რაც ლუისის ტრანსფერის შემთხვევაში განხორციელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები