Aa
Aa

მილანმა ახალგაზრდა ფრანგი მცველი 5 წლით გაიფორმა

იტალიურმა „მილანმა“ ფრანგული „ლიონიდან“ ახალგაზრდა მარჯვენა მცველი, პიერ კალულუ გადაიბირა და მასთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა.

„როსონერიმ“ 20 წლის უკანახაზელი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა და კლუბმაც გარიგების შესახებ ოფიციალურად უკვე გამოაცხადა. კალულუმ „შავ-წითლებთან“ 5-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

კალულუ „ლიონის“ ახალგაზრდული აკადემიის აღზრდილია და საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრების წევრიც გახლავთ, 19-წლამდელთა გუნდის მაისურით კი 12 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

შეგახსენებთ, რომ „მილანი“ პარალელურად კიდევ ერთი მარჯვენა მცველის, სერჟ ორიეს ტრანსფერის თაობაზე ლონდონის „ტოტენჰემს“ ელაპარაკება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები