რონალდუ საუკეთესოთა შორის ვერ მოხვდა - დიბალა MVP-ია, იმობილე - საუკეთესო ფორვარდი
Aa
Aa

რონალდუ საუკეთესოთა შორის ვერ მოხვდა - დიბალა MVP-ია, იმობილე - საუკეთესო ფორვარდი

Lega Seria A-მ სხვადასხვა ნომინაციაში 2019-20 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა. სერია A-ს მმართველმა ორგანომ არჩევანი Netco Sports-ის მიერ წარმოდგენილ სტატისტიკაზე დაყრდნობით გააკეთა და საუკეთესოები იტალიის ჩემპიონატში, იტალიის თასზე და ქვეყნის სუპერთასზე ჩატარებული მატჩების მიხედვით გამოავლინა.

2019-20 წლების სეზონის MVP პაულო დიბალა გახდა, რომელმაც სერია A-ს ეგიდით გამართულ 33 შეხვედრაში 11 გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემა მიითვალა. აღსანიშნავია, რომ დიბალას თანაგუნდელი, კრიშტიანუ რონალდუ ჯილდოს გარეშე დარჩა. სხვა ნომინაციებში კი გამარჯვებულები ასე გადანაწილდნენ:

საუკეთესო მეკარე: ვოიცეხ შესნი

საუკეთესო მცველი: სტეფან დე ვრეი

საუკეთესო ნახევარმცველი: ალეხანდრო გომესი

საუკეთესო ფორვარდი: ჩირო იმობილე

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: დეიან კულუსევსკი

საუკეთესო ფეხბურთელი (MVP): პაულო დიბალა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები