Aa
Aa

ფერან ტორესი ღამურებიდან ქალაქელებში

‘‘მირორის’’ ცნობით ‘‘მანჩესტერ სიტი’’ ესპანელ შემტევს, ფარან ტორესს გადაიბირებს. 20 წლის ნიჭიერი ფეხბურთელის სანაცვლოდ ‘‘ვალენსია’’ 22,7 მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებს. წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში ‘‘ქალაქელები’’ ‘‘ღამურებს’’ დამატებით 10 მილიონს გადაუხდიან.

ტორესმა მანჩესტერულ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი შეათანხმა. აღნიშნული გამოცემის ცნობით ტრანსფერი უახლოეს საათებში გასაჯაროვდება.

მარჯვენა ფლანგის ‘‘ვინგერი’’ 2019 წელს ‘‘ვალენსიასთან’’ ერთად ესპანეთის თასის მფლობელი გახდა. რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, ესპანეთის 17 და 19 წლამდე ნაკრებებთან ერთად კონტინენტის ჩემპიონობა იზეიმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები