Aa
Aa

"შაქარას" სტადიონი - საბურთალოს აკადემიის მოედანს გიორგი შაქარაშვილის სახელი დაერქვა

საფეხბურთო კლუბ ''საბურთალოს'' ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, იოსებიძის ქუჩაზე მდებარე კლუბის აკადემიის ერთ-ერთ სტადიონს გიორგი შაქარაშვილის სახელი მიენიჭა. თბილისურმა კლუბმა ტრაგიკულად გარდაცვლილ ფეხბურთელს პატივი ამ ფორმითაც მიაგო.

"საბურთალოს" პრეზიდენტ ტარიელ ხეჩიკაშვილის ინიციატივითა და თავოსნობით, „შაქარას“ სახელობის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება. ასევე, კლუბის გადაწყვეტილებით, გიორგის სახელის უკვდავსაყოფად „საბურთალო“ მომავალი სეზონიდან 21-ნომრიან მაისურს ხმარებიდან ამოიღებს და მუზეუმში მოათავსებს.

ტარიელ ხეჩიკაშვილი - "საბურთალოს" პრეზიდენტი

გიორგი მამუჩიშვილი - შაქარაშვილის მეგობარი

გიორგი ჭელიძე - შაქარაშვილის მწვრთნელი

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. მისი ცხედარი ოთხდღიანი უწყვეტი სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა წყალში იპოვეს.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვანი კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, სოფიო ლეჟავამ მიიღო.

დაცვის მხარე არასრულწლოვნებისთვის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გაუქმებას ან გირაოთი შეცვლას ითხოვდა, მაგრამ მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურატურა 6-ვე პირისთვის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა. აღსანიშნავია, რომ არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს. 

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. მათგან 6 არასრულწლოვნის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო, სრულწოვნების წინასასამართლო სხდომისთვის კი გამოძიებამ დამატებითი დრო ითხოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები