Aa Aa
31 ივლისი 2020  |  10:17

სილვა და ლაციო - მოლაპარაკებები მეხუთე დღეა გრძელდება

ბოლო დღეების განმავლობაში დავიდ სილვას რომის „ლაციოში“ შესაძლო გადასვლის შესახებ სულ უფრო მეტი იწერება. ინფორმაციას წამყვანი ევროპული გამოცემები ავრცელებენ და ყველა მათგანი ადასტურებს, რომ ესპანელსა და „ბიანკოჩელესტეს“ წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობს.

სილვამ „სიტის“ დატოვების თაობაზე ოფიციალურად გამოაცხადა და გასულ კვირას „ქალაქელთა“ ფეხბურთელებსაც დაემშვიდობა, რის შემდეგაც სხვადასხვა კლუბების წინადადებებს ისმენს.

ბრიტანული Sun-ის ვარაუდით, 34 წლის შუახაზელი, რომელიც ხვალიდან ოფიციალურად თავისუფალი აგენტი იქნება, კარიერას იტალიაში ან არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გააგრძელებს. თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ „ლაციოსა“ და სილვას შორის მოლაპარაკებები უკვე მე-5 დღეა გრძელდება. არაბეთიდან კი პირენეელი ვარსკვლავის დამატებით „ალ შაბაბი“, „ალ-აჰლი“ და „ალ-ნასრი“ არიან დაინტერესებულნი.

როგორც ირკვევა, სილვასთან მოლაპარაკებების დაწყება „ლაციალეს“ მთავარი მწვრთნელის, სიმონე ინძაგის ინიციატივა იყო. მას ჩემპიონთა ლიგისთვის შემადგენლობის მკვეთრად გაძლიერება სურს.

„არწივები“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს 13-წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდებიან. ისინი სერია A-ს მიმდინარე სეზონს 1-ელ აგვისტოს, „ნაპოლისთან“ გასამართი გასვლითი მატჩით დაასრულებენ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები