Aa
Aa

კორონავირუსის გავრცელების გამო MLB-მ მაიამი მარლინსის მომდევნო 6 შეხვედრა გადადო

ბეისბოლის უმაღლესმა ლიგამ „მაიმი მარლინსის“ მონაწილეობით გასამართი მომდევნო 6 შეხვედრის გადადება გადაწყვიტა. საქმე ისაა, რომ ფლორიდულ გუნდში კორონავირუსი გავრცელდა და ბოლო 5 დღის განმავლობაში Covid-19 17 ადამიანს დაუდგინდა.

„მაიამის“ აღმასრულებელი დირექტორის, დერეკ ჯიტერის მიხედვით, „მარლინსი“ ყოველდღიურ ტესტირებაზე გადავიდა და ფილადელფიაში დარჩება, სადაც ბოლო შეხვედრა გამართა. ჯიტერის თქმით, კლუბი შექმნილ მდგომარეობას მთელი სერიოზულობით ეკიდება და კორონავირუსით ინფიცირებულთა შესახებ ინფორმაციის მოძიებას ცდილობს.

MLB-ის გადაწყვეტილებით, „მაიამი“ მინდორზე გასვლას ორშაბათამდე ვერ შეძლებს. იმ გუნდებს კი, რომლებსაც „მარლინსის“ წინააღმდეგ უნდა ეთამაშათ, სხვა მოწინააღმდეგეები ეყოლებათ.

აღსანიშნავია, რომ ბეისბოლის უმაღლესმა ლიგამ კორონავირუსის ტესტირების მორიგი რაუნდის შედეგებიც გამოაქვეყნა. გასული პარასკევიდან მოყოლებული MLB-იმ 6400 ტესტი ჩაატარა და „მაიამი მარლინსის“ გარდა Covid-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევა არცერთ გუნდში დაფიქსირებულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები