„ყველას შავები ეცვა, ჩემი თანაგუნდელები იარაღებით დადიოდნენ
Aa
Aa

„ყველას შავები ეცვა, ჩემი თანაგუნდელები იარაღებით დადიოდნენ" - პერუელი ფორვარდი თბილისში გატარებულ პერიოდზე

პერუს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ხუან დიეგო გონსალეს-ვიხილმა საქართველოში გატარებული პერიოდი გაიხსენა. 2002-03 წლებში იგი თბილისის „ლოკომოტივში“ თამაშობდა და Depor.com-თან საუბრისას რამდენიმე საინტერესო ისტორია გააჟღერა.

„2002 წელს საქართველო იყო ქვეყანა, რომელსაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებულობა ახალი მოპოვებული ჰქონდა. იმ პერიოდში ისეთი შთაბეჭდილება გრჩებოდა, თითქოს იქ 1940 წელი იდგა და საქართველოში თავს რამდენიმე სახალისო ისტორია გადამხდა.

თბილისში ყველას შავები ეცვა და ერთნაირი მანქანებით გადაადგილდებოდნენ. ქალაქის ნაწილი დაბომბილი იყო და თითქმის ყველა სახლის კარი ან ფანჯარა ჩამსხვრეული გახლდათ. ქართველებმა გამაფრთხილეს, რომ ქალბატონებისთვის არ მეყურებინა, რადგან იყო შანსი, ამის გამო ჩემი სიცოცხლე სიკვდილით დასრულებულიყო. იქ ტყვიას სიამოვნების გამოც ჩამაჭედებდნენ.

მახსოვს, ჩემი გუნდის კაპიტანი და რამდენიმე თანაგუნდელი ვარჯიშზე მოვიდნენ და პირველი რაც გააკეთეს, იარაღების ამოღება და გვერდზე გადადება იყო. ერთ დღეს კი, ვნახე ვიღაც ბიჭებმა მანქანა როგორ დაცხრილეს და ადგილი ისე დატოვეს, თითქოს არაფერი მომხდარიყო. ყოველდღე ასეთი ამბები ხდებოდა“, - განაცხადა გონსალეს-ვიხილმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები