Aa
Aa

გასული კვირის ტესტების შედეგები - NHL-ში კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა

ჰოკეის ნაციონალურმა ლიგამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და საზოგადოებას კორონავირუსის ტესტირების მორიგი რაუნდის შედეგები ამცნო.

20 ივლისიდან მოყოლებული, NHL-მა საერთო ჯამში 800-ზე მეტი მოთამაშე შეამოწმა და Covid-19 არცერთ მათგანს დაუდგინდა, რაც რესტარტისთვის უმნიშვნელოვანესია. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სავარჯიშო კემპის მიმდინარეობისას კორონავირუსი მხოლოდ 2 მოთამაშეს დაუდასტურდა და ეს 13-დან 17 ივლისამდე პერიოდში მოხდა.

NHL-ის გუნდები ორ ქალაქში, ტორონტოსა და ედმონტონში არიან გადანაწილებულნი და მათ კანადაში 52 ადამიანის წაყვანის უფლება მიიღეს, რომლებსაც Covid-19-ზე ტესტი ყოველდღიურად უტარდებათ.

ჰოკეის ნაციონალური ლიგის სეზონი 1-ელ აგვისტოს განახლდება. მანამდე კი, საკონტროლო შეხვედრები გაიმართება. როგორც მოგეხსენებათ, რეგულარული სეზონი არ გაგრძელდება და პირდაპირ პლეიოფებს ვიხილავთ, რომელშიც 24 გუნდი ითამაშებს. თითოეული კონფერენციის საუკეთესო ოთხ-ოთხი გუნდი პირველ რაუნდში თამაშის უფლებას ავტომატურად მიიღებს, დანარჩენი 16 კი საკვალიფიკაციო ეტაპს გაივლის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები