Aa Aa
27 ივლისი 2020  |  17:53

ბერნარდო სილვა: "ჩემპიონთა ლიგაზე ატლეტიკოსთან ფინალის წინააღმდეგი არ ვარ"

„მანჩესტერ სიტის“ პორტუგალიელმა შემტევმა ბერნარდო სილვამ პრესასთან მოახლოებულ ჩემპიონთა ლიგაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეცვლილი ფორმატი ყველაფერს არაპროგნოზირებადს ხდის.

ჟურნალიტსი: ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ფიქრობთ, თუ ჯერჯერობით მხოლოდ ნაბიჯ-ნაბიჯ სვლაზე ხართ ფოკუსირებული?

ბერნარდო: "ვფიქრობ წინასწარ რაიმეს დაგეგმვას ნაბიჯ-ნაბიჯ სვლა სჯობს, რადგან ჩვენ ჯერ „რეალთან“ გვაქვს სათამაშო და გასახდელში არავინ ფიქრობს, რომ ეს მარტივი მატჩი იქნება. მადრიდში მოვიგეთ, მაგრამ ასეთი გუნდის წინააღმდეგ მოდუნება არ შეიძლება.

წინ, ძალიან რთული მატჩი გველის, რომელიც უნდა მოვიგოთ და შემდეგ ლისაბონში მომდევნო ნაბიჯისთვის ვიფიქროთ".

ჟურნალისტი: შეგიძლიათ წარმოიდგინო, რომ ფინალში „ატლეტიკოს“ შეხვდებით, რომლის რიგებშიც თქვენი მშობლიური „ბენფიკას“ აღზრდილი მოთამაშეა?

ბერნარდო: "ეს კარგი იქნებოდა, რადგანაც ასეთ შემთხვევაში ჩვენ ფინალში ვიქნებით. ამ ვარიანტის წინააღმდეგი არ ვარ".

ჟურნალისტი: ფინალში თქვენი გამარჯვება, თქვენ მეგობარს ჟოაო ფელიქსს ცოტათი აატირებს...

ბერნარდო: "ისევე როგორც ყველა ფეხბურთელს, გამარჯვება მეც მინდა. ასე, რომ ჟოაო ფელიქსს ცოტა ტირილი მოუწევს (იცინის). სიმართლე გითხრათ, ამ ტურნირზე ბევრი კარგი გუნდია, რომლებსაც შორს წასვლა და ფინალში გასვლა შეუძლიათ.

ყველაფერი ერთ მატჩში გაირკვევა და ეს სიტუაციას მთლიანად ცვლის. ყველაფერი არაპროგნოზირებადი ხდება. ჩვენ კარგი გუნდი გვყავს და გვინდა, რომ შორს წავიდეთ"

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტი“ მადრიდის „რეალს“ 7 აგვისტოს დაუპირისპირდება. დიდი ალბათობით, მატჩს ტრავმის გამო სერხიო აგუერო გამოტოვებს, მადრიდელებს კი წითელი ბარათის გამო სერხიო რამოსი დააკლდებათ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები