სიტი ზაფხულის პირველ ტრანსფერს მალე გააოფიციალურებს
Aa
Aa

სიტი ზაფხულის პირველ ტრანსფერს მალე გააოფიციალურებს

„მანჩესტერ სიტი“ ზაფხულის პირველ ტრანსფერს ხურავს. Goal-ის ცნობით, „ქალაქელები“ „ვალენსიას“ გარემარბის ფერან ტორესის გაფორმებასთან ძალიან ახლოს არიან.

20 წლის ესპანელი ფეხბურთელი „მესტალიას“ დატოვებს და „სიტისთან“ 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. წყაროს ცნობით, მან ინგლისურ კლუბთან პირადი კონტაქტის დეტალები უკვე შეათანხმა.

რაც შეეხება კლუბებს, „სიტისა“ და „ვალენსიას“ ჯერჯერობით ფასზე არ მოულაპარაკებიათ, თუმცა ტორესის ფასი 27 მილიონ ფუნტს შეადგენს, რომელიც ბონუსების გათვალისწინებით 36 მილიონამდე გაიზრდება. როგორც მოგეხსენებათ, „ქალაქელებისთვის“ ამ რაოდენობის თანხის გადახდა პრობლემას არ წარმოადგენს.

ამრიგად, პეპ გვარდიოლა მალე ლეროი სანეს შემცვლელს ოფიციალურად გაიფორმებს.

ესპანური Sport-ის ცნობით, გვარდიოლას კლუბი 300 მილიონ ფუნტს გამოუყოფს, რომლითაც ესპანელი სპეციალისტი მინიმუმ 3 ტრანსფერს განახორციელებს. ფერან ტორესის გარდა საუბარია 2 ცენტრალურ მცველზე.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ტორესი „ღამურების“ ღირსებას 2017 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 97 შეხვედრაში 9 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები