"ევერტონის" ფეხბურთელი პოლიციამ ვარჯიშისას დააკავა
"ევერტონისა" და ეკვადორის ნაკრების ფორვარდი, ენერ ვალენსია, ამ ქვეყნის პოლიციამ, პირდაპირ გუშინდელი სანაკრებო ვარჯიშისას დააკავა.
ცოტა ხნის წინ, სასამართლომ ფეხბურთელს, მისი 5 წლის შვილისთვის, ალიმენტის გადახდა დააკისრა, რასაც ვალენსია არ ასრულებდა და ამ მომენტისათვის საალიმენტო დავალიანება 17 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენს.
აღნიშნულ ფაქტზე, არც ფეხბურთელსა და არც მის ადვოკატს, ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
შეგახსენებთ, რომ 26 წლის ეკვადორელი პრემიერ ლიგაში 2014 წლიდან თამაშობს. ის ჯერ "ვესტ ჰემის" ღირსებას იცავდა, ახლა კი, განათხოვრების წესით, "ევერტონის" რიგებში" გამოდის.

მომზადებულია sports.yahoo.com-ის მიხედვით