სეტიენს ჩემპიონთა ლიგასაც ანდობენ - კიკემ მესის კრიტიკას უპასუხა
Aa
Aa

სეტიენს ჩემპიონთა ლიგასაც ანდობენ - კიკემ მესის კრიტიკას უპასუხა

ლა ლიგის 37-ე ტურში საკუთარ კედლებში „ოსასუნასთან“ სამარცხვინო წაგების შემდეგ, ესპანური პრესა ელოდა, რომ კიკე სეტიენის გათავისუფლება დროის ამბავი იყო, თუმცა კლუბის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, 61 წლის სპეციალისტს სეზონის ბოლომდე აცდიან.

ესპანური Sport-ი წერს, რომ ბართომეუმ შეხვედრისას სეტიენს დრო სეზონის ბოლომდე მისცა და მას გუნდის გაძღოლა ჩემპიონთა ლიგაზეც ანდო.

ერთადერთი რაც სეტიენს იხსნის ტურნირის მოგებაა, რაც ასე მოთამაშე „ბარსელონასთვის“ უკიდურესად რთული იქნება.

სეტიენსა ფეხბურთელებს შორის ურთიერთობა დაძაუბლია და რამდენიმე მოთამაშეს მწვრთნელის მიმართ ნდობა დაკარგული აქვს. ამ პრობლემებზე 61 წლის სპეციალისტმა პრესასთან ისაუბრა და სიტუაციის დამშვიდება სცადა:

მსგავსი შეხვედრები ნორმალური რამ არის. რა თქმა უნდა, სასაუბრო თემა პროგრესი და გამოსავლის პოვნა იყო.

არის რაღაცები რაზეც მე და მესი ვთანხმდებით და რაზეც ვერ ვთანხმდებით, თუმცა ეს ნორმალურია. იგი მართალია, როცა ამბობს, რომ ასეთი ცუდი თამაშით ვერაფერს მოვიგებთ. გვესმის, რომ გაუმჯობესება გვმართებს.

ისევე უნდა ვითამაშოთ, როგორც ვილიარეალთან და მაშინ ჩემპიონთა ლიგის მოგებას შევძლებთ.

არ მგონია, რომ მესიმ რაც თქვა, ის ჩემი მისამართით იყო. პრესა ხშირად განცხადებას არასწორ ინტერპრეტაციას აძლევს. ეს ცხოვრების ნაწილია და ასეთ რამეებს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ“.

ესპანური პრესა კი სულ სხვაგვარად ფიქრობს - მათი აზრით, მესიმ მხოლოდ სახელი და გვარი არ დაასახელა, დანარჩენი კი რაც ისაუბრა პირდაპირ სეტიენის მისამართით იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები