უტკინი კვარაცხელიაზე: ''გიჟური გოლი შეაგდო, მის თამაშს რუბინისთვის შედეგი მოაქვს''
Aa
Aa

უტკინი კვარაცხელიაზე: ''გიჟური გოლი შეაგდო, მის თამაშს რუბინისთვის შედეგი მოაქვს''

ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა და კომენტატორმა ვასილ უტკინმა ყაზანის ''რუბინის'' ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია და ყაზანური გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა.

უტკინი Echo.msk.ru-ს ესაუბრა: ''შეგიძლია რაიმე თქვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მოსკოვის ცსკა-მ ყაზანის ''რუბინის'' დამარცხება ვერ შეძლო. მაპატიეთ, მაგრამ რატომ შეიძინა ''რუბინმა'' კვარაცხელია? მისმა კარგმა თამაშმა შედეგი განაპირობა. კვარაცხელია, როგორც ფეხბურთელი გაიზარდა. ''ურალთან'' აკრობატულ სტილში გიჟური გოლი გაიტანა. ასევე, გასულ მატჩში ცსკა-სთან კვარაცხელია არაჩვეულებრივი მოძრაობით, შესანიშნავი ''ფინტით'' მეტოქის ჩამოშორებას ცდილობდა, რომელიც ფეხებში ჩაუვარდა და თამაშის წესის დარღვევით შეაჩერა.''

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ ყაზანის ''რუბინის'' რიგებში 19 წლის ქართველმა ტალანტმა 6 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო, 2 საგოლე გადაცემა შეასრულა და 1 პენალტი გამოიმუშავა.

2018-19 წლების მეორე ნახევარი კვარაცხელიამ იური სიომინის ფორმაციის მოსკოვის ''ლოკომოტივში'' გაატარა, 2019 წლის ზაფხულში კი კონტრაქტი ყაზანურ კლუბთან გააფორმა.

2019-20 წლების სეზონში ამომავალმა ვარსკვლავმა საერთო ჯამში 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მის ანგარიშზე 3 გოლი და 3 საგოლე პასია. აღსანიშნავია, რომ მისი პროგრესი სეზონის მეორე ნახევარში ძალიან თვალშისაცემია, მას შემდეგ რაც კლუბის მთავარი მწვრთნელი გამოცდილი სპეციალისტი ლეონიდ სლუცკი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები