Aa
Aa

NBA-ში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ კორონავირუსის ტესტირების შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც მოთამაშეებს უოლტ დისნეის დასვენების მსოფლიო ცენტრში ჩასვლის შემდეგ ჩაუტარდათ.

NBA-ის განცხადების მიხედვით, საერთო ჯამში 322 კალათბურთელი შეამოწმეს და Covid-19 მხოლოდ ორ მათგანს დაუდგინდა. ინფიცირებული მოთამაშეების ვინაობა არ გასაჯაროვებულა, თუმცა ცნობილი გახდა, რომ მათ კამპუსი დატოვეს და კარანტინს ან საკუთარ სახლებში, ან სპეციალურად გამოყოფილ საიზოლაციო სივრცეში გაივლიან.

1-ელი ივლისის შემდეგ, NBA-ში კორონავირუსის 19 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულები კარანტინში იმყოფებიან და სამედიცინო პროტოკოლის მიხედვით, გუნდებს მანამ ვერ შეუერთდებიან, სანამ Covid-19-ის ტესტზე ორ უარყოფით პასუხს არ მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ NBA-ის რეგულარული სეზონი 30 ივლისს განახლდება და 16 დღეს გაგრძელდება. გუნდები 8-8 მატჩს ჩაატარებენ და დღეში 5-6 შეხვედრა გაიმართება. პლეიოფებს აგვისტოს მეორე ნახევარში ვიხილავთ, ფინალური სერიის მეშვიდე შეხვედრა კი, ყველაზე გვიან შეიძლება, 12 ოქტომბერს გაიმართოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები