Aa
Aa

„სათამაშო სტილი უნდა შეცვალოს" - შმეიხელი დე ხეას რჩევას აძლევს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა გოლკიპერმა, პიტერ შმეიხელმა დავიდ დე ხეას რჩევები მისცა. ლეგენდარულმა დანიელმა ესპანელ მეკარეს მხარდაჭერა გამოუცხადა და განაცხადა, რომ დე ხეას შეუძლია „წითელი ეშმაკების“ რიგებში კიდევ 10 წლის განმავლობაში იასპარეზოს.

„მანჩესტერი ოლე გუნარ სულშერის ხელში ვითარდება და ეს ნიშნავს, რომ დავიდის როლიც იცვლება. თუ ხარ გოლკიპერი, რომელსაც წლების განმავლობაში ყველა შეხვედრაში ბევრი საქმე ჰქონდა და ახლა ყველაფერი სხვანაირადაა, აუცილებელია სათამაშო სტილი შეცვალო.

ასეთ ვითარებაში უნდა იპოვო გზები, რომელთა დახმარებითაც, კონცენტრაციას შეინარჩუნებ და მატჩს არ გამოეთიშები. მანჩესტერის მიზანი ტიტულების მოპოვებაა და წარმატების მიღწევა კარის მშრალად შენახვითა და გოლების გატანითაა შესაძლებელი.

მანჩესტერის რიგებში 9 წლის განმავლობაში თამაში და იუნაიტედის მაისურით 400 მატჩის ჩატარება საოცარი მიღწევაა, რომელიც მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელმა გაიფორმა. თუმცა ჩემი აზრით, დე ხეას დიდი გზა დარჩა გასავლელი. ის ახალგაზრდა ბიჭია და შეუძლია მანჩესტერის ღირსება კიდევ 10 წლის განმავლობაში დაიცვას“.

დე ხეამ რამდენიმე დღის წინ, შმეიხელის რეკორდი დაამხო. ესპანელ გოლკიპერს „მანჩესტერის“ მაისურით 399-ჯერ უთამაშია, რაც „წითელი ეშმაკების“ ლეგიონერთა შორის საუკეთესო შედეგია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები