კვარაცხელიამ მოსკოვის ცსკა-სთან პენალტი გამოიმუშავა
Aa
Aa

კვარაცხელიამ მოსკოვის ცსკა-სთან პენალტი გამოიმუშავა

რუსეთის პრემიერ ლიგის 28-ე ტურში მოსკოვის ცსკა-სა და ყაზანის ''რუბინის'' შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომლის კარგმა თამაშმა ''რუბინს'' მნიშვნელოვანი ქულა მოუპოვა. 62-ე წუთზე არმიულმა კლუბმა ანგარიში გახსნა, თუმცა 88-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას წაქცევის გამო დანიშნული თერთმეტმეტრიანი მარკოვმა გოლად აქცია და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

საინტერესოა, რომ კვარაცხელიას წაქცევის ეპიზოდში თავდაპირველად მთავარმა მსაჯმა ქართველ შემტევს სიმულაციის გამო ყვითელი ბარათი უჩვენა, თუმცა VAR-მა პენალტი დააფიქსირა და კვარაცხელიას გაფრთხილება გაუქმდა.

კვარაცხელიამ ცსკა-ს წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა, ხოლო მისი თანაგუნდელი ზურიკო დავითაშვილი თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო.

რუსეთის 16-გუნდიან ჩემპიონატში ლეონიდ სლუცკის გაწვრთნილი ყაზანის ''რუბინი'' 34 ქულით მე-9 ადგილზეა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები