თრილერი ლუცერნში და ოთარ კაკაბაძის საგოლე პასი
Aa
Aa

თრილერი ლუცერნში და ოთარ კაკაბაძის საგოლე პასი

შვეიცარიის სუპერლიგის 30-ე ტურში ''ლუცერნისა'' და ''ლუგანოს'' დაპირისპირება ფრედ 3:3 დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები 0:3-ს იგებდნენ, ''ლუცერნმა'' ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. ''ლუგანომ'' პირველი ტაიმი 0:2 მოიგო, შესვენების შემდეგ ''ლუცერნის'' მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და ანგარიში 0:3 გახდა.

16-წუთიან მონაკვეთში ''ლუცერნმა'' წონასწორობა აღადგინა. 61-ე წუთზე ოთარ კაკაბაძის საგოლე პასის შემდეგ ანგარიში 1:3 გახდა. 69-ე და 77-ე წუთებზე კაკაბაძის თანაგუნდელებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს და ანგარიში 3:3 გახდა.

ოთარ კაკაბაძემ ''ლუცერნის'' მაისურით 90 წუთი ითამაშა.

შვეიცარიის სუპერლიგის 2019-20 წლების სეზონის დასრულებამდე 6 ტურია დარჩენილი. ამ ეტაპზე 10-გუნდიან ჩემპიონატში ''ლუცერნი'' 42 ქულით მე-5 ადგილზეა და ევროპა ლიგის საგზურის მოპოვების რეალური შანსი აქვს, საუკეთესო ოთხეულს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები