მესის მორიგი რეკორდი და გრიზმანის ტრავმა
Aa
Aa
12 ივლისი 2020  |  11:52

მესის მორიგი რეკორდი და გრიზმანის ტრავმა

ლა ლიგის 36-ე ტურში „ბარსელონამ“ „ვალიადოლიდთან“ სტუმრად 1:0 მოიგო და „რეალთან“ სხვაობა კვლავ 1 ქულამდე შეამცირა (მადრიდელებს თავისი შეხვედრა ჯერ არ გაუმართავთ). ხსენებულ შეხვედრაში კატალონიელებისთვის ორი მნიშვნელოვანი რამ მოხდა.

ანტუან გრიზმანმა პირველ ტაიმში ტრავმა მიიღო და შესვენებაზე მოედანი დატოვა. ფრანგს კვადრიცეფსის კუნთის არეში ტკივილი აწუხებდა და დისკომფორტის გამო მან სეტიენს შეცვლა თხოვა.

პირველადი ინფორმაციით, დიდი შანსია იმის, რომ გრიზმანმა ლა ლიგის დარჩენილ 2 ტურში ვეღარ ითამაშოს და იგი მოედანს მხოლოდ ჩემპიონთა ლიგისთვის დაუბრუნდება. ჯერჯერობით ტრავმის სიმძიმე ოფიციალურად არ დადასტურებულა.

"ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ანტუან გრიზმანს მარჯვენა ფეხის ოთხთავა კუნთის ტრავმა აქვს. შესაბამისად, ის ამ დროისთვის გუნდს გამოაკლდება და მისი დაბრუნება ტრავმის განვითარებაზე იქნება დამოკიდებული". - ნათქვამია "ბარსელონას" განცხადებაში.

რაც შეეხება მატჩს, ლეო მესიმ მორიგი რეკორდი დაამყარა. არგენტინელმა არტურო ვიდალს საგოლე გადაცემა გაუკეთა, რის შემდეგაც ლა ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთ სეზონში გოლებისა და საგოლე გადაცემების მაჩვენებელში 20-იანი ნიშნული დააფიქსირა. „ლა პულგას“ ანგარიშზე ამ მომენტისთვის 22 გოლი და 20 საგოლე გადაცემაა.

ტოპ 5 ევროპული ჩემპიონატებიდან კი ისტორიაში მხოლოდ 2 ფეხბურთელია, ვინც ასეთი რამ გააკეთა. მესიმდე ეს შედეგი ტიერი ანრიმ „არსენალში“ 2002-03 წლების სეზონში შეძლო, როცა პრემიერლიგაში 24 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ვალიდოლიდი 0:1 ბარსელონა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები