მე-11 გოლი: გვილიას ტრიუმფი პოლონეთის ექსტრაკლასაში !
Aa
Aa
11 ივლისი 2020  |  21:43

მე-11 გოლი: გვილიას ტრიუმფი პოლონეთის ექსტრაკლასაში !

საქართველოს ეროვნული ნაკრების 26 წლის ფეხბურთელი ვაკო გვილია ვარშავის ''ლეგიასთან'' ერთად პოლონეთის 2019-20 წლების სეზონის გამარჯვებული გახდა. ექსტრაკლასას სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ''ლეგიამ'' ''კრაკოვია'' 2:0 დაამარცხა. მეორე გოლი ვაკო გვილიას ანგარიშზეა.

გვილიამ სასტარტოში ითამაშა, 75-ე წუთზე მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, მეოთხე დამატებულ წუთზე გუნდის ქართველი ლიდერი შეცვალეს.

მიმდინარე სეზონში ვაკო გვილიამ ყველა ტურნირის ჩათვლით 47-ე მატჩში მიიღო მონაწილეობა და მე-11 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, მის ანგარიშზე მე-9 საგოლე გადაცემაა.

35 ტურში ''ლეგიას'' ანგარიშზე 68 ქულაა და მეორეადგილოსან ''პიასტსს'' 11 ქულით უსწრებს.

ვაკო გვილიასთვის ''ლეგიაში'' გატარებული პირველი სეზონი როგორც საკლუბო კუთხით, ასევე მისი შედეგიანობიდან გამომდინარე ძალიან წარმატებული გამოვიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები