2 ფეხბურთელი კულიბალის სანაცვლოდ - გუარდიოლას დაცვის გაძლიერება სურს
Aa
Aa
11 ივლისი 2020  |  19:51

2 ფეხბურთელი კულიბალის სანაცვლოდ - გუარდიოლას დაცვის გაძლიერება სურს

„მანჩესტერ სიტის“ გადაუჭრელი პრობლემა დაცვის ხაზია. „ქალაქელები“ ახალი სეზონისთვის მაღალი დონის ცენტრალური მცველის გაფორმებას გეგმავენ და საამისოდ კანდიდატიც შერჩეული ჰყავთ.

The Sun-ის ცნობით, პეპ გუარდიოლას „ნაპოლის“ დაცვის ლიდერის კალიდუ კულიბალის გაფორმება სურს.

„სიტი“ გეგმავს, რომ ნეაპოლელებს კულიბალის სანაცვლოდ ნიკოლას ოტამენდი და ოლეკსანდრ ზინჩენკო შესთავაზოს, რაც საკმაოდ მიმზიდველი წინადადებაა.

ზინჩენკო უნივერსალია და მას დაცვის მარცხენა ფლანგზე, ასევე ნახევარდაცვის ცენტრში თამაშიც შეუძლია. ოტამენდი კი საკმაოდ გამოცდილი უკანახაზელია.

როგორც მოგეხსენებათ, პანდემიის შემდეგ კლუბებმა ფეხბურთელთა გაცვლის ვარიანტებზე ფიქრი დაიწყეს. როგორც ჩანს, ამ მიდგომის გამოყენებას „მანჩესტერ სიტიც“ აპირებს.

ჯერჯერობით „ნაპოლის“ პოზიცია უცნობია. აქვე გეტყვით, რომ 29 წლის კულიბალის ნეაპოლელთა რიგებში 2014 წლიდან დღემდე 239 მატჩი აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 10 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები