არსად მიდის - იუვენტუსი და დიბალა შეთანხმებასთან ახლოს არიან
Aa
Aa

არსად მიდის - იუვენტუსი და დიბალა შეთანხმებასთან ახლოს არიან

პაულო დიბალა „იუვენტუსთან“ ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს და შეთანხმებასთან უკვე ძალიან ახლოსაა, იტყობინება Calcio Mercato.

წყაროს ცნობით, ტურინელებს სურთ რომ არგენტინელი 2022 წლის შემდეგაც მათ რიგებში დარჩეს და ისინი მზად არიან „ლა ხოიას“ ანაზღაურება 12 მილიონ ევრომდე გაუზარდონ.

ბოლო დროს იყო ჭორები, რომ თითქოს დიბალა გუნდში თავისი როლით უკმაყოფილო იყო და რონალდუსთან ჩრდილქვეშ ყოფნას არ აპირებდა, თუმცა ინფორმაცია არ გამართლდა და როგორც ხედავთ არგენტინელი „ბებერი ქალბატონის“ რიგებში კიდევ დიდი ხნით დარჩენას გეგმავს.

მაურუციო სარის გუნდში დიბალა უდაოდ მთავარი ინდივიდუალისტია და მისი მანერვები „იუვეს“ თამაშს მეტ ხიბლსა და ეფექტს სძენს.

მიმდინარე სეზონში დიბალამ უკვე 40 მატჩის ჩატარება მოასწრო, რომლებშიც 17 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები