ბარსელონამ ლაუტაროსთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა - ტრანსფერი კოუტინიოზეა დამოკიდებული
Aa
Aa
10 ივლისი 2020  |  22:46

ბარსელონამ ლაუტაროსთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა - ტრანსფერი კოუტინიოზეა დამოკიდებული

ESPN იტყობინება, რომ „ბარსელონამ“ ლაუტარო მარტინესთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია და პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა, თუმცა დასძენს, რომ ტრანსფერის გაჩარხვა კოუტინიოს გაყიდვასთან პირდაპირ კავშირშია.

„ბლაუგრანას“ იმედი ჰქონდა, რომ „ინტერი“ არგენტინელი თავდამსხმელის ტრანსფერში ფეხბურთელთა ჩართვას დათანხმდებოდა, მაგრამ „ნერაძური“ კატეგორიულ უარზეა. შესაბამისად, „ბარსამ“ ლაუტაროს შესაძენად საჭირო თანხების მოძიება დაიწყო.

ESPN-ის ინფორმაციით, კატალონიური გრანდის მესვეურები თვლიან, რომ კოუტინიო ის ფეხბურთელია, რომლის გაყიდვის შემდეგაც, ყველაზე დიდ თანხას მიიღებენ და შანსის ხელიდან გაშვებას არ აპირებენ.

კოუტინიოს გარდა, „ბარსელონა“ ნელსონ სემედუს, ივან რაკიტიჩის და უსმან დემბელეს გასხვისებასაც გეგმავს, თუმცა ESPN-ის მიხედვით, მთავარი ყურადღება მაინც ბრაზილიელისკენაა მიმართული.

ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ, კატალონიური გამოცემა Sport წერდა, რომ ლაუტარომ „ბარსასთან“ პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და წლიური ანაზღაურების სახით 12 მილიონ ევროს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები