21 წლის მეკარემ ფეხბურთს თავი დაანება და ბედს MMA-ში ცდის
Aa
Aa

21 წლის მეკარემ ფეხბურთს თავი დაანება და ბედს MMA-ში ცდის

ავსტრალიურმა საფეხბურთო კლუბმა, „ადელაიდა იუნაიტედმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და გულშემატკივრებს აცნობა, რომ გოლკიპერმა, ისააკ რიჩარდსმა კლუბი დატოვა.

21 წლის მეკარეს სურს ოცნება აისრულოს და MMA-ის მებრძოლი გახდეს. რიჩარდსმა მთელი კარიერა „ადელაიდა იუნაიტედის“ რიგებში გაატარა, თუმცა როგორც თავად ამბობს, დრო მოვიდა, ახალი კარიერა დაიწყოს.

„ჩემთვის ფეხბურთი იყო გზა, რომელიც არასწორი ქმედებების განხორციელებისგან თავის შეკავებაში მეხმარებოდა და მისი წყალობით, როგორც ადამიანი ძალიან გავიზარდე. მინდა, ადელაიდა იუნაიტედს ბოძებული შანსისთვის და სწორ გზაზე სიარულში დახმარებისთვის უდიდესი მადლობა გადავუხადო.

ძალიან გახარებული ვარ კომფორტის ზონიდან რომ გამოვედი და ერთი სული მაქვს, ჩემი ცხოვრება ჩემს ჭეშმარიტ გატაცებას - MMA-ს მივუძღვნა. ეს ის სპორტია, რომელიც ჩემი ემოციების გათავისებაში და მათთან გამკლავებაში მეხმარება.“.

რიჩარდსი „ადელაიდა იუნაიტედის“ აკადემიის აღზრდილია და ავსტრალიური კლუბის რიგებში 5 წლის განმავლობაში ასპარეზობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები