ყაველაშვილი შენგელიაზე: „ცსკა-ში თამაშობენ ამერიკელები და ლატვიელები, არ შეიძლება ქართველმა ითამაშოს
Aa
Aa

ყაველაშვილი შენგელიაზე: „ცსკა-ში თამაშობენ ამერიკელები და ლატვიელები, არ შეიძლება ქართველმა ითამაშოს"?

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი თორნიკე შენგელიას ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა. ყაველაშვილმა საქართველოს ნაკრების კაპიტანს წარმატება უსურვა და მას მხარდაჭერა გამოუცხადა.

„მაგალითი არის ჩვენი მოზარდი თაობის, ყველასი და მინდა წარმატება ვუსურვო, სოლიდარობაც გამოვუცხადო. დააკვირდით შემადგენლობას, თუ ეს ცსკა არის, რატომ თამაშობენ აქ დაახლოებით 4-5 ამერიკელი, 2 ლიტვის მოთამაშე, ლატვიელი კალათბურთელები თამაშობენ და არ შეიძლება ქართველმა კალათბურთელმა ითამაშოს?

თორნიკე შენგელიამ მოქალაქეობა დათმო? ქართველობა დათმო, თუ რაზე არის საუბარი? ის არის საქართველოს ნაკრების კაპიტანი. საქართველოს ნაკრები როცა ეთამაშება ნებისმიერ მოწინააღმდეგეს, ის იქნება საქართველოს ნაკრების რიგებში და არანაკლებ სხვა კალათბურთელებისა ის დაიხარჯება, როგორც იხარჯებოდა და საამაყოა. ჩემთვის საამაყოა ეს ადამიანი".

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ს რიგებში გადასვლა ოფიციალურად დღეს დადასტურდა. მოსკოველთა ცნობით, შენგელიამ მათ კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები