Aa
Aa

BBC Sport: ალონსო მომდევნო სეზონიდან დიდ სპორტში ბრუნდება!

BBC Sport-ის ინფორმაციით, ფერნანდო ალონსო მომავალი სეზონიდან აქტიურ სპორტს დაუბრუნდება.

გავლენიანი გამოცემის მტკიცებით, ესპანელმა მრბოლელმა „რენოსთან“ კონტრაქტი უკვე გააფორმა, რასაც მხარეები ოფიციალურად უახლოეს პერიოდში დაადასტურებენ. BBC Sport-ი საჯინიბოს წარმომადგენლებს დაუკავშირდა, თუმცა მათ საკითხზე კომენტირება იუარეს.

ალონსო „რენოში“ დანიელ რიკიარდოს შეცვლის და ესტებან ოკონის პარტნიორი იქნება. რიკიარდი საჯინიბოს რიგებს ტოვებს და კარიერას სეზონის ბოლოს „მაკლარენში“ გააგრძელებს.

ფერნანდო ალონსო მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია, 32-ჯერ კი ფორმულა 1-ის გრან-პრის ჩემპიონობა აქვს მოპოვებული. იგი წლების განმავლობაში სწორედ „მინარდის“, „მაკლარენის“, „ფერარისა“ და სწორედ „რენოს“ რიგებში გამოდიოდა. ესპანელი ვარსკვლავი, რომელიც რამდენიმე კვირაში 39 წლის ხდება, აქტიური სპორტიდან 2018 წელს წავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები