ჟუნინიომ ბრაზილიურ გზაზე და პსჟ-ში ფულის გამო გადასულ ნეიმარზე ისაუბრა
Aa
Aa

ჟუნინიომ ბრაზილიურ გზაზე და პსჟ-ში ფულის გამო გადასულ ნეიმარზე ისაუბრა

„ლიონის“ სპორტულმა დირექტორმა, ჟუნინიომ ბრაზილიაში არსებული ვითარებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელის, ნეიმარის შესახებ ისაუბრა.

„ბრაზილიაში ბავშვობიდან მხოლოდ ფულზე ფიქრს გვასწავლიან, ევროპაში კი ხალხს საერთოდ სხვა მენტალიტეტი აქვს. მასწავლიდნენ, რომ იქ უნდა წავსულიყავი, სადაც მეტს გადამიხდიდნენ. ეს ბრაზილიური გზა გახლავთ.

ნეიმარის მაგალითი ავიღოთ. ის პსჟ-ში მხოლოდ ფულის გამო გადავიდა. პარი სენ-ჟერმენმა ყველაფერი გააკეთა, რაც ნეიმარმა მოისურვა, აბსოლუტურად ყველაფერი, მაგრამ ახლა მას კონტრაქტის ამოწურვამდე კლუბიდან წასვლა სურს. არადა, ის დროა, პსჟ-ს აჩვენოს, რომ მადლიერია.

ნეიმარმა მოედანზე მაქსიმუმი უნდა გააკეთოს და ერთგულება, პასუხისმგებლობა და ლიდერის თვისებები გამოავლინოს. თუმცა პრობლემა ისაა, რომ ბრაზილიური ისტებლიშმენტი სიძუნწეზეა დაფუძნებული და ყოველთვის უფრო და უფრო მეტი ფული სურს.

აუცილებელია განვასხვავოთ ნეიმარი-ფეხბურთელი და ნეიმარი-ადამიანი. როგორც ფეხბურთელი ის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეთა სამეულში შედის და რონალდუსა და მესის დონეზე იმყოფება. სწრაფია, ძლიერია, გოლების გატანა კარგად გამოსდის და საგოლე გადაცემების გაკეთებაც ეხერხება. თუმცა ვთვლი, რომ როგორც ადამიანი, ის დამნაშავეა. მას პროგრესირება და საკუთარი თავისთვის კითხვების დასმა მართებს. ამჟამად კი, მხოლოდ იმას, აკეთებს რაც ცხოვრებამ ასწავლა“.

ჟუნინიომ ბრაზილიაში შექმნილი მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მის სამშობლოში ათასობით ჯორჯ ფლოიდია, რომლებიც ვერ სუნთქავენ და სიჩუმეში იტანჯებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები