სულშერმა მარსიალის პროგრესი ახსნა და გრინვუდის ტალანტზე ისაუბრა
Aa
Aa

სულშერმა მარსიალის პროგრესი ახსნა და გრინვუდის ტალანტზე ისაუბრა

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ნელ-ნელა იდეალურ ფორმას უახლოვდება. ოლე გუნარ სულშერის გუნდმა ბოლო სამი მატჩი ერთი ამოსუნთქვით მოიგო. „წითელმა ეშმაკებმა“ უკანასკნელ 3 ტურში 11 გოლი გაიტანეს და მხოლოდ 2 გაუშვეს.

სულშერმა ენტონი მარსიალისა და მეისონ გრინვუდის კარგ თამაშზე ისაუბრა და მათ შესახებ საქებარი სიტყვები არ დაიშურა:

„ვფიქრობ, გუნდი კარგად მუშაობს და საგოლე მომენტებს ქმნის. მარსიალი კი ცხრა ნომრის პოზიციას კარგად ითვისებს და თავდაუზოგავად შრომობს. იგი რაშფორდთან პოზიციას ცვლის ხოლმე. „ბორნმუთთან“ მისი გოლი ამის დასტურია. ენტონი მარცხენა ფლანგზე გადავიდა და შორეულ ცხრიანში გაიტანა“.

სულშერმა საუბარი მეისონ გრინვუდის შესახებ განაგრძო:

„ის დამაგვირგვინებელ ფაზაში ძალიან კარგია, სწორედ ამიტომ გააქვს ამდენი გოლი. იგი თავმდაბალი ბიჭია, სურს რომ ისწავლოს, ისმენს და ბევრს მუშაობს. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რომ მისი ფიზიკური ფორმა ყოველდღიურად უმჯობესდება.

იგი უბრალოდ პატარა ბიჭია, რომელთან ერთად მუშაობაც საინტერესოა. ჩვენ დარბაზში და მოედანზე შრომას გავაგრძელებთ“.

შეგახსენებთ, რომ 33 ტურის შემდეგ, „იუნაიტედი“ 55 ქულით მე-5 ადგილზეა და მის ზემოთ მყოფ „ლესტერსა“ და „ჩელსის“ 3 და 2 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები