მაკგრეგორი, გეიჯი, ჰოლოუეი და სხვები - UFC-ის მებრძოლები ხაბიბის მამის გარდაცვალებას გამოეხმაურნენ
Aa
Aa

მაკგრეგორი, გეიჯი, ჰოლოუეი და სხვები - UFC-ის მებრძოლები ხაბიბის მამის გარდაცვალებას გამოეხმაურნენ

UFC-ის მებრძოლები, ხაბიბ ნურმაგომედოვის მამის, აბდულმანაპ ნურმაგომედოვის გარდაცვალებას გამოეხმაურნენ. სოციალურ ქსელებში „არწივს“ თანაგრძნობა კონორ მაკგრეგორმა, ჯასტინ გეიჯიმ, მაქს ჰოლოუეიმ, ალისტარ ოვერიმმა და სხვებმა გამოუცხადეს.

მაკგრეგორი: „დაკარგული მამა, მწვრთნელი და ამ სპორტის თავდადებული გულშემატკივარი. გითანაგრძნობთ და მშვიდად განისვენე აბდულმანაპ“.

გეიჯი: „საშინელებაა ლეგენდარული აბდულმანაპ ნურმაგომედოვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გაგება. ხაბიბ, ძალიან ვწუხვარ. მამაშენი სიამაყით სავსე გულით გარდაიცვალა, იცოდა, რა რომ შენ მის მემკვიდრეობას გააგრძელებ“.

ჰოლოუეი: „ხაბიბის მამის შესახებ ინფორმაცია ახლახანს გავიგე. ჩემი გუნდი განადგურებულია. ჩვენ ორივე მათგანით აღფრთოვანებული ვართ და მათ უდიდეს პატივს ვცემთ. მშვიდობა იყოს შენთან, ჩემო ძმაო“.

გილბერტ ბერნსი

ალისტარ ოვერიმი: „მშვიდად განისვენე აბდულმანაპ. ხაბიბსა და მის ოჯახს თანავუგრძნობ“.

მაიკლ ბისპინგი: „ხაბიბ, შენი დანაკარგის გამო ძალიან ვწუხვარ. შენ და შენს ოჯახს თანაგიგრძნობთ“.

იან ბლახოვიჩი: „გულწრფელი თანაგრძნობა ხაბიბს. მშვიდად განისვენე აბდულმანაპ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები