ლივერპულის შემდეგ ტიაგოსთვის პსჟ-ც იბრძოლებს
Aa
Aa

ლივერპულის შემდეგ ტიაგოსთვის პსჟ-ც იბრძოლებს

„ბაიერნის“ 29 წლის ესპანელი ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა კლუბთან კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებს და მიმდინარე სეზონის ბოლოს „ალიანს არენას“ დატოვებს.

France Football-ის ცნობით, ფეხბურთელს კონტრქტი 2021 წელს ეწურება და „ბაიერნს“ არ სურს, რომ ტიაგო უფასოდ დაკარგოს. „რეკორდმაისტერი“ მზადაა ზაფხულში შემოთავაზებები განიხილოს და ესპანელს შეელიოს.

როგორც ცნობილია, იურგენ კლოპი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ყოველთვის ავლენდა და მის შეძენას ამჯერადაც შეეცდება, თუმცა მას პსჟ-ს სახით კონკურენტი გამოუჩნდა.

პარიზელებმა ტიაგოს ფასის გაგება მოითხოვეს და მის გადასაბირებლად ბრძოლისთვის მზად არიან.

ალკანტარა „ბაიერნის“ რიგებში 2013 წლიდან ასპარეზობს. მის ანგარიშზე 230 შეხვედრაში 31 გოლი და 37 საგოლე გადაცემაა.

ბოლოს გეტყვით, რომ 29 წლის ტიაგოს ფასი დაახლოებით 50 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები