Aa
Aa

პირველი სამწვრთნელო ნაბიჯი - პირლო იუვეს 23-წლამდელებს ჩაიბარებს

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ანდრეა პირლოს სამწვრთნელო კარიერაში პირველი სამსახური „იუვენტუსის“ 23-წლამდელთა გუნდი იქნება.

გამოცემის გავლენიანი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს თქმით, პირლო ტურინელთა შეთავაზებაზე რამდენიმე თვის განმავლობაში ფიქრობდა, ბოლო დღეებში კი საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და „იუვეს“ 23-წლამდელებს ჩაიბარებს. მას ასისტენტის პოზიციიდან ყოფილი თანაგუნდელი, რობერტო ბარონიო დაეხმარება.

„ვეკია სინიორას“ 23-წლამდელთა გუნდი სერია C-ში ასპარეზობს და პირლო მას სათავეში სეზონის დასრულების შემდეგ ჩაუდგება.

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა უეფა-ს Pro ლიცენზიის კურსი გასული წლის სექტემბერში დაასრულა. მასთან ერთად ამავე დონის დიპლომი ლუკა ტონიმ, კრისტიან კივუმ, პაოლო მონტერომ, ტიაგო მოტამ და ვალტერ სამუელმა აიღეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები