ტესტირების შედეგები - NBA-ში კორონავირუსი 16 კალათბურთელს დაუდგინდა
Aa
Aa

ტესტირების შედეგები - NBA-ში კორონავირუსი 16 კალათბურთელს დაუდგინდა

NBA-მ და NBA-ის კალათბურთელთა ასოციაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელეს და გულშემატკივრებს ამცნეს, რომ ტესტირების შედეგად Covid-19-ით ინფიცირების 16 შემთხვევა გამოვლინდა.

ტესტირება სამშაბათს ჩატარდა და კორონავირუსზე 302 კალათბურთელი შეამოწმეს. NBA-მ ინფიცირებული მოთამაშეების ვინაობა არ გაასაჯაროვა, თუმცა განაცხადა, რომ მათ 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ და თავიანთ გუნდებს კორონავირუსის ტესტზე 2 უარყოფითი პასუხის შემდეგ დაუბრუნდებიან.

302-დან 16 5.3 პროცენტია და განცხადების მიხედვით, ეს საგანგაშო რიცხვი არაა, რადგან NFL-ში და NHL-ში ტესტირების პირველი რაუნდის შემდეგ, დაახლოებით იგივე შედეგი დაფიქსირდა.

ამერიკული პრესის ინფორმაციით, ინფიცირებულთა შესახებ ცნობილი ისაა, რომ ორი კალათბურთელი „ფინიქს სანსის“ წარმომადგენელია. 4 მათგანი კი, დასავლეთ კონფერენციის პლეიოფის გუნდის რიგებში თამაშობს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, მალკოლმ ბროგდონმა, ბადი ჰილდმა, ჯაბარი პარკერმა, ალექს ლენმა და დერიკ ჯოუნს ჯუნიორმა განაცხადეს, რომ მათ კორონავირუსი დაუდგინდათ. მანამდე კი, Covid-19-ის დიაგნოზი სერბეთში მყოფ ნიკოლა იოკიჩს დაუსვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები