ქართული სპორტი კორონა ვირუსის პანდემიის დროს და შემდგომ პერიოდში
Aa
Aa

ქართული სპორტი კორონა ვირუსის პანდემიის დროს და შემდგომ პერიოდში

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხელშეწყობითა და არასამთავრობო სპორტული ორგანიზაციების  - La Liga Business School  და Sport Solution ინიციატივით, 25 ივნისს გაიმართა ვებინარი თემაზე - ქართული სპორტი კორონავირუსის პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში (Webinar Congress: Georgian Sport through and after Covid19).

ვებინარში მონაწილეობა მიიღეს სამინისტროს, პარლამენტის, ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტის უნივერსიტეტის, ასევე აღნიშნული სპორტული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ვებინარში მოხსენებით წარდგა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ. ასევე, ხოსე მოია გომესმა, რომელიც ლა ლიგის ბიზნეს სკოლის დირექტორია, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის  სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა ჯემალ ძაგანიამ. ონლაინ დისკუსიის დროს, განიხილეს მდგომარეობა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის მიზეზით ქართულ სპორტში და ასევე საერთაშორისო სპორტში შეიქმნა. ვებინარის სპიკერებმა ყურადღება გაამახვილეს ნაბიჯებზე, რომელიც პანდემიის პერიოდში  სახელმწიფომ გადადგა სპორტის მიმართულებით, ასევე იმსჯელეს საერთო ხასიათის პრობლემატიკაზე, ძირითადი საკითხების მოგვარებისა  და სპორტში პანდემიის შემდგომი პერიოდის სამოქმედო გზებზე.

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის - „ლა ლიგა ბიზნეს სკოლა“ საგანმანათლებლო დეპარტამენტია, რომელიც სპორტის მენეჯმენტისა და მარკეტინგის მიმართულებით მუშაობს და სხვადასხვა სამაგისტრო პროგრამებსა და კურსებს ახორციელებს სპორტის სფეროში. „ლა ლიგა ბიზნეს სკოლა“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროთან და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან აქტიურად თანამშრომლობს. ორგანიზაციის ინიციატივით, 2020 წლის იანვრიდან, საქართველოში პირველად, „ლა ლიგა ბიზნეს სკოლის“ სპორტის მარკეტინგის 3 კვირიანი კურსი ჩატარდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები