კორონავირუსი ძიუდოში - მსოფლიო ჩემპიონს Covid-19 დაუდგინდა
Aa
Aa

კორონავირუსი ძიუდოში - მსოფლიო ჩემპიონს Covid-19 დაუდგინდა

Judoinside.com-ის ცნობით, პორტუგალიელ ძიუდოისტს, ჟორჟე ფონსეკას კორონავირუსი დაუდგინდა. გავრცელებული ინფორმაცია 27 წლის მსოფლიო ჩემპიონმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ დადებით პასუხსა და მოვლენების ასეთ განვითარებას არ ელოდა.

„სიმართლე გითხრათ, ჩემთვის დადებითი პასუხი დიდი მოულოდნელობა იყო, რადგან ჯანდაცვის სამინისტროსა და პორტუგალიის ძიუდოს ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ წესებსა და რეგულაციებს ზედმიწევნით ვიცავდი.

თავს კარგად ვგრძნობ და სპორტულ ასპარეზზე დასახული მიზნების მიღწევაზე ვარ კონცენტრირებული. ჩემთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრაა და ვთვლი, რომ კორონავირუსი ამაზე გავლენას ვერ მოახდენს. აქვე მინდა ექიმებსა და მწვრთნელებს ჩემ მიმართ გამოჩენილი სიყვარულისთვის უდიდესი მადლობა გადავუხადო“.

ფონსეკას გარდა Covid-19-ის დიაგნოზი ვილსა გომეშსაც დაუდგინეს, რომელიც ასევე პორტუგალიელია და 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში გამოდის.

პორტუგალიის ძიუდოს ფედერაციის განცხადებით, ფონსეკა და გომეში იზოლაციაში იმყოფებიან და 6 ივლისს მათ კორონავირუსზე კიდევ ერთხელ შეამოწმებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები