Aa
Aa

"მეფე ბრუნდება" - ლევან მაყაშვილი ბრძოლას 8 აგვისტოს გამართავს

ლევან მაყაშვილი ოქტაგონს უბრუნდება. ქართველი მებრძოლი ბრძოლას 8 აგვისტოს ვარშავაში გამართავს.

მაყაშვილის მეტოქე რუსეთის სახელით მოასპარეზე ჩეჩენი მებრძოლი აბდულ-რაჰმან ტემიროვი იქნება.

ტემიროვს 17 ბრძოლა აქვს გამართული, საიდანაც 12 მოიგო და ხუთჯერ დამარცხდა.

ინფორმაციას ლევან მაყაშვილი საკუთარი სოციალური ქსელით ავრცელებს.

8 აგვისტოს ვბრძოლობ და მზად ვარ შევჭამო ყველა ვინც წინ შემხვდება,მხოლოდ წინ მოგება ჩვენია.King is back” - წერს მაყაშვილი

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები