ნოიერი: „პორტუსთან“ მატჩი, სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრაა
Aa
Aa

ნოიერი: „პორტუსთან“ მატჩი, სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრაა

მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარემ, მანუელ ნოიერმა „ჩემპიონთა ლიგის“ მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად მისმა გუნდმა ყველაფერი უნდა გააკეთოს.

 

„ჩვენ გააზრებული გვაქვს, რომ „პორტუსთან“ დაპირისპირება, მიმდინარე სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია. გუნდის თითოეულმა ფეხბურთელმა ამ შეხვედრის მოსაგებად და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ყველაფერი უნდა გააკეთოს. სხვა ნებისმიერი შედეგის დაფიქსირების უფლება „ბაიერნს“ უბრალოდ არ აქვს“ - განაცხადა მანუელ ნოიერმა

 

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნსა“ და „პორტუს“ შორის დაპირისპირება 21 აპრილს „ალიანს არენაზე“ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები