ჩემპიონთა ლიგის განახლებისა და ფინალის ჩატარების თარიღები დაზუსტდა!
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგის განახლებისა და ფინალის ჩატარების თარიღები დაზუსტდა!

როგორც იქნა ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების გათამაშება განახლდება. დღეს, ნიონში უეფამ საბოლოოდ დააზუსტა განრიგი, რომლითაც მიმდინარე გათამაშება დასრულდება. ამ ინფორმაციას უეფას ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ჩემპიონთა ლიგაზე 7-8 აგვისტოს, მერვედფინალის დარჩენილი მატჩები შედგება - ბარსელონა - ნაპოლი, მანჩესტერ სიტი - რეალი, ბაიერნი - ჩელსი და იუვენტუსი - ლიონი, ოთხივე მასპინძელი შეხვედრას საკუთარ მოედანზე ჩაატარებს.

ყველა მეოთხედფინალისტის გამოვლენის შემდეგ, ლისაბონში დაიწყება ეგრეთწოდებული „რვათა ტურნირი“. მატჩებს ბენფიკასა და სპორტინგის არენები უმასპინძლებენ. შეხვედრები 12-15 აგვისტოს გაიმართება.

ნახევარფინალები კი 18-19 აგვისტოს შედგება, რის შემდეგაც 23 აგვისტოს ფინალი გველის.

L'Equipe-ის ცნობით, მეოთხედფინალების კენჭისყრა 10 ივლისს შედგება. ზემოხსენებული 4 ადგილი, რომელიც ჯერჯერობით გაურკვეველია, კენჭისყრისას ბრმად იქნება წარმოდგენილი.

ანალოგიურ სტილში ჩატარდება ევროპა ლიგაც, რომელსაც გერმანიის ქალაქი ფრანკფურტი უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები