Aa Aa
18 სექტემბერი 2021  |  19:34

1972 წელი: ხურცილავას ულამაზესი ჯარიმა აღმოსავლეთ გერმანიასთან

1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადაზე საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის მატჩი აღმოსავლეთ გერმანიასა და სსრკ-ს შორის ფრედ 2:2 დასრულდა და ორივე გუნდი ბრინჯაოს პრიზიორად გამოცხადდა.

საფეხბურთო დაპირისპირება 10 სექტემბერს მიუნხენის ''ოლიმპიაშტადიონზე'' შედგა.

საბჭოთა კავშირის გუნდს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი მურთაზ ხურცილავა კაპიტნობდა, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში საჯარიმო დარტყმით ბრწყინვალე გოლი გაიტანა. კაპიტნის შესანიშნავი გოლით ანგარიში 1:1 გახდა, საბოლოოდ კი მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

ამ შეხვედრაში გერმანელთა კარს იურგენ კროი იცავდა, რომელიც 70-იან წლებში სამჯერ გახდა აღმოსავლეთ გერმანიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი (1972, 1976, 1978).

აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა რევაზ ძოძუაშვილს არ მიუღია, მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ პანამარიოვმა სათადარიგოთა სკამზე დატოვა. აღნიშნულ ოლიმპიადაზე სსრკ-ს ნაკრებში მხოლოდ ორი ქართველი იმყოფებოდა.

რაც შეეხება აღმოსავლეთ გერმანიის გუნდს, ამ ნაკრების რიგებში ბევრი ცნობილი ფეხბურთელი თამაშობდა. მაგალითად, იოახიმ შტრაიხი და ლოთარ კურბიუვაიტი, რომელმაც 1981 წლის თასების მფლობელთა თასის ფინალში ''კარლ ცაისის'' მაისურით თბილისის ''დინამოს'' წინააღმდეგ ითამაშა. მოგეხსენებათ, აღნიშნული ფინალი ნოდარ ახალკაცის გუნდმა გუცაევისა და დარასელიას გოლებით მოიგო (2:1).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage