Aa Aa
6 ივნისი 2020  |  16:52

ოფიციალურად - ლუის სუარესს თამაშის ნებართვა მისცეს

„ბარსელონას“ ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, რომ ლუის სუარესმა მუხლის ტრავმა სრულად მოიშუშა და მას მედშტაბმა თამაშის ნებართვა მისცა.

„ელ პისტოლეროს“ 13 ივნისს „მალიორკასთან“ სტუმრად გასამართ მატჩში მონაწილეობის მიღება შეეძლება.

„ლუის სუარესი გამოჯანმრთელდა. ოპერაციიდან 147 დღის შემდეგ, კლუბის სამედიცინო შტაბისგან მან მიიღო ნებართვა, რომ 13 ივნისს, ადგილობრივი დროით 22:00 საათზე „მალიორკასთან“ გასვლით შეხვედრაში ითამაშოს“, - წერს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ ურუგვაელმა 12 იანვარს მუხლზე მძიმე ოპერაცია გაიკეთა, რომელიც მას კარგა ხნის განმავლობაში სჭირდებოდა, თუმცა მედშტაბი ხანგრძლივი პაუზისგან თავის ასარიდებლად სარეაბილიტაციო კურსს უნიშნავდნენ.

მიმდინარე სეზონში ლუისმა 23 შეხვედრის ჩატარება მოასწრო. მის ანგარიშზე 14 გოლი და 11 საგოლე გადაცემაა.

აქვე გეტყვით, რომ ლეო მესი კვლავ განცალკევებით ვარჯიშობს. არგენტინელს ოთხთავა კუნთის მცირედი დაზიანება აქვს, თუმცა მედშტაბის ცნობით "ბარსას" ათიანს სერიოზული არაფერი სჭირს და ის მალე გუნდთან ერთად ვარჯიშს დაუბრუნდება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

EGT ყვავის რეკორდული ჯეკპოტი

EGT ყვავის რეკორდული ჯეკპოტი