რუსეთი თუ პოლონეთი? ანორთოსისი კაჭარავას სანაცვლოდ ნახევარ მილიონს ითხოვს
Aa
Aa

რუსეთი თუ პოლონეთი? ანორთოსისი კაჭარავას სანაცვლოდ ნახევარ მილიონს ითხოვს

საქართველოს ეროვნული გუნდის ფეხბურთელმა ნიკა კაჭარავამ შესაძლოა ფამაგუსტას ''ანორთოსისი'' დატოვოს. მისთვის მისაღები წინადადების შემთხვევაში ''ანორთოსისი'' გამოსასყიდ თანხას მილიონი ევროდან 500 000-მდე შეამცირებს. goal.philenews-ის ცნობით კაჭარავას მიმართ ინტერესს პოლონური და რუსული კლუბები იჩენდნენ, თუმცა ამ ეტაპამდე ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავთ.

გასულ ზამთარში პოზნანის ''ლეხი'' კაჭარავათი დაინტერესდა და პოლონური კლუბის ხელმძღვანელებს ტრანსფერის განხორციელების დიდი სურვილი ჰქონდათ, თუმცა საქართველოს ეროვნული გუნდის თავდამსხმელმა პოლონურ გუნდზე უარი თქვა და კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

გასულ სეზონში კაჭარავამ კვიპროსის ჩემპიონატის 18 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. გასულ ზამთარში თემურ ქეცბაიამ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ კაჭარავა გოლების გატანას რეგულარულად ვერ ახერხებდა და სტაბილურობა აკლდა. მიუხედავად ამისა, გასულ ზამთარში ''ანორთოსისმა'' 26 წლის ფეხბურთელს ახალი, უფრო სარფიანი ხელშეკრულება გაუფორმა.

ამავდროულად თემურ ქეცბაია რამდენიმე ფეხბურთელის დამატებას განიხილავს. მათ შორისაა ბელგიური ''გენტის'' ქართველი ფორვარდი გიორგი ქვილითაია, რომელსაც ბელგიაში კარიერა ვერ აეწყო და მეტწილად სათადარიგოთა სკამზე უწევს ჯდომა.

შეგახსენებთ, თემურ ქეცბაია ასევე განიხილავს ''სარაგოსას'' საკუთრებაში მყოფ გიორგი პაპუნაშვილის დამატებას, რადგან რეალური შანსია თორნიკე ოქრიაშვილმა კუნძული დატოვოს. ამასთან ერთად ბექა მიქელთაძეს ''რუბინის'' დატოვების შემდეგ ''ანორთოსისში'' დაბრუნების შანსი გაუჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები