ესპანეთში საკალათბურთო სეზონი 17 ივნისს განახლდება
Aa
Aa

ესპანეთში საკალათბურთო სეზონი 17 ივნისს განახლდება

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ესპანეთში საკალათბურთო სეზონი 17 ივნისს განახლდება და სეზონის დასკვნითი ნაწილი მინი-ტურნირის ფორმატით ჩატარდება.

ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო 12 გუნდი, „ბარსელონა“, „რეალი“, „სარაგოსა“, „ტენერიფე“, „ბილბაო“, „მორებანკ ანდორა“, „ვალენსია“, „ბასკონია“, „უნიკახა“, „სან პაბლო ბურგოსი“, „გრან კანარია“ და „ხუვენტუტი“ ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ და ყველა მატჩი ვალენსიაში გაიმართება.

ტურნირი 17-დან 30 ივნისამდე გაგრძელდება და მატჩები ესპანეთის დროით 15:30-ზე, 18:30-ზე და 21:30-ზე დაიწყება. თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ და გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფე“ პარკეტზე 17 ივნისს დაბრუნდებიან. ბექა ბურჯანაძის „გრან კანარია“ კი, თავის შეხვედრას 18 ივნისს გამართავს.

„ბასკონია“ „ბილბაოს“ დაუპირისპირდება. „იბეროსტარ ტენერიფე“ „უნიკახას“, ხოლო „გრან კანარია“ „რეალს“ შეხვდება.

როგორც მოგეხსენებათ, გუნდები ორ ჯგუფში გადანაწილდებიან. ისინი ერთ წრედ ითამაშებენ და პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები ნახევარფინალის საგზურს მოიპოვებენ, შემდეგ კი, ერთმანეთს ფინალში გაეჯიბრებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები